- პეჯეტის დაავადება
- ინგლისელმა ქირურგმა პეჯეტმა (1874 წელს) პირველად აღწერა დვრილის დაავადება, რომელიც კლინიკურად ეგზემის მსგავსად მიმდინარეობდა. არსებობს ამ პათოლოგიის შემდეგი ფორმები: 1. პეჯეტის ტიპის კიბო, მხოლოდ დვრილის დაზიანებით; 2. პეჯეტის ტიპის კიბო, დვრილისა და ძუძუს ერთდროული დაზიანებით; 3. პეჯეტის კიბოს კვანძოვანი ფორმა. დვრილის არეში არსებული პეჯეტის კიბო კლინიკურად წააგავს ეგზემას, რის გამოც ხშირად ავადმყოფები დერმატოლოგს მიმართავენ. შეუხორცებელი დვრილის კანის ეგზემა, რომელიც არ ექვემდებარება დერმატოლოგიურ მკურნალობას, განსაკუთრებით საშუალო ასაკის ქალებში, ეჭვს ბადებს პეჯეტის კიბოს არსებობაზე.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.